სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დადეშის საჯარო სკოლაში 13 პირველკლასელს ელოდებიან - დირექტორი: „სკოლაში ყველა პირობა გვაქვს, რომ ბავშვებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ“
23-07-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. 

სკოლაში, დირექტორის - სურენ აკოპიანის ხელმძღვანელობით, შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემო, რაც მომავალი თაობის მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

სკოლაში სულ 105 მოსწავლე სწავლობს.

წელს სკოლა ათმა მე-12 კლასელმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროს, ერთი კი ვერცხლისმედალოსანია. 8 კურსდამთავრებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში აპირებს, ორი კი  ახალციხეში პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა. დირექტორისთვის საამაყოა და ახარებს კურსდამთავრებულთა სასწავლო შემართება და მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობს. 

„ყველა ჩვენს მოსწავლესა და სრულიად საქართველოს ახალგაზრდებს ვუსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას, რათა შეძლონ კარგად ისწავლონ და გამოადგნენ ჩვენს ქვეყანას, რომ ღირსეული შემცვლელი თაობა გვყავდეს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლაში 13 პირველკლასელს ელოდებიან, რომელთაც განათლებას პროფესიონალი მასწავლებლები მისცემენ.

„სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი ხარისხიანი განათლების მისაღებად. გვყავს 22 უფროსი მასწავლებელი, ერთი მენტორი, 1 პრაქტიკოსი და 1 მაძიებელი“,- აღნიშნავს დირექტორი და პირველკლასელებს საინტერესო შემეცნებით თავგადასავალს ჰპირდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება