სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს სკოლაში სწავლა-სწავლება უმაღლეს დონეზეა“- ვარევანის საჯარო სკოლის დირექტორი აბიტურიენტებს გულშემატკივრობს და პირველკლასელთა მისაღებად ემზადება
23-07-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში დირექტორი ტირუნ მელიქიანი ქმნის ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც მორგებულია როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებელთა საჭიროებებსა და ინტერესებს.

მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები იღებენ ხარისხიან განათლებას, პედაგოგები კი ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე. 

სკოლაში 64 მოსწავლე ირიცხება, წელს დარეგისტრირებული პირველკლასელების ჩათვლით. ახალ სასწავლო წელს სკოლაში 5 პირველკლასელს ელოდებიან, რომელთაც ცოდნას პროფესინალი პედაგოგები მისცემენ. 

ტირუნ მელიქიანის თქმით, სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს. 

„სკოლაში უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი, გვყავს უფროსი და წამყვანი პედაგოგები. მართალია, სკოლა ძველია, მაგრამ რაც შეგვეძლო გავარემონტეთ, გვაქვს ცენტრალური გათბობა, დაგვრჩა კლასების შეღებვა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპზე თანხები არ გვყოფნის“,- აღნიშნავს დირექტორი. 

წელს სკოლა 4-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა, რომელთაგან ორი ოქროსმედალოსანია, რაც დირექტორისთვის მეტად საამაყო და სასიხარულოა. ოთხივე კურსდამთავრებული სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს. სკოლის ხელმძღვანელი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობს და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას უსურვებს.

„ოთხივე კურსდამთავრებული აბარებს უმაღლეს საწავლებლებში, მართალია, ჯერ არ ვიცით შედეგები, მაგრამ მგონია რომ წარმატებით ჩაირიცხებიან, ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ, პირველ რიგში ყოფილიყვნენ კარგი ადამიანები და მერე თავისი საქმის პროფესიონალები“,- დასძენს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება