სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად“- ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი ახალი სასწავლო წლის მოლოდინში
23-07-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში, დირექტორის მ/შ სუსანნა ამაზარიანის ხელმძღვანელობით, შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, პედაგოგები მაქსიმალურს აკეთებენ, რათა სასწავლო პროცესი გაამრავალფეროვნონ და მომავალ თაობას მისცენ სრულყოფილი განათლება. 

ამჟამად სკოლაში 10 ბავშვი სწავლობს. დირექტორის მ/შ სუსანნა ამაზარიანის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ სკოლას არ ჰყავს ბევრი მოსწავლე, პირდაპირპროპორციულია  სოფლის მოსახლეობის კლებასთან.

„წელს არ გვყოლია დამამთავრებელი კლასი და სამწუხაროდ არც პირველკლასელებს ველოდებით, თუმცა მომავალი წლიდან ველით პატარებს“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი. 

სკოლის მოსწავლეები აკადემიური მოსწრებითა და სასწავლო შემართებით გამოირჩევიან.სკოლა საბაზოა, შესაბამისად საფეხურის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები სწავლას სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრძელებენ, შემდეგ კი წარმატებით ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. 

„ჩვენს სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად, კომფორტული და სასიამოვნო გარემოა. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ სხვადასხვა ოლიმპიადებში, რაც ჩვემთვის ძალიან სასიხარულოა. ვისურვებდი, ბევრი მოსწავლე გვყავდეს და ის შრომა, რასაც ჩვენ ვდებთ მათ სწავლა- განათლებაში გამოადგეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოების კეთილდღეობას“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება