სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგთა ტრენინგები ივლისში დაინიშნა, მეორე მოდული - აგვისტოში - ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს ცვლილებები შეეხებათ
18-07-2025
-
+


2025-2026 სასწავლო წლიდან დაიწყება საჯარო სკოლებში საშუალო საფეხურის ახალი მოდელის დანერგვა ეტაპობრივად, პილოტირების შედეგების გათვალისწინებით.  შესაბამისად, პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება დიდკონტინგენტიანი სკოლები, რომლებსაც თეორიულად უფრო მაღალი მზაობა ექნება, როგორც ადამიანური რესურსის, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე, - აღნიშნული ინფორმაცია ივნისის ბოლო გავრცელდა და ასევე აღინიშნა, რომ სამინისტრო გაძლიერებული საგნების პედაგოგებისთვის ტრენინგებს ჩაატარებდა:

„სამინისტროს მხრიდან განხორციელდება გაძლიერებული საგნის მასწავლებელთა პირველადი ტრენინგი და უწყვეტი პროფესიული მხარდაჭერა სწავლა-სწავლების პროცესში მთელი წლის განმავლობაში.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მოხდება იმ მასწავლებლების და სკოლების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩაერთვებიან პილოტირებაში“. 

ტრენინგები კი პედაგოგებისთვის ივლისში დაინიშნა და აგვისტოში გაძლიერებული საგნების მასწავლებლები მეორე მოდულს გაივლიან; თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეტაპობრივად მოხდება, ვადებმა შესაძლოა სექტემბერში გადაიწიოს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მასწავლებლებს, ტრენინგების დასრულების შემდეგ, დავალებების გადაგზავნა მოუწევთ.

რაც შეეხება გაძლიერებული საგნების პედაგოგთა რეგისტრაციას ტრენინგებზე, წარდგენა სკოლის დირექტორმა უნდა გააკეთოს და როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სწორედ ამ ტრენინგების შედეგების მიხედვით შეირჩევიან საპოლიტე სკოლები და გაძლიერებული საგნების პედაგოგები.

გაძლიერებული საგნების პედაგოგებსა და სკოლებს სამინისტრო ტრენინგების შემდეგ შეარჩევს

იხილეთ ასევე:

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება