სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი სასწავლო წლიდან „დიფერენცირებული სწავლება“ იწყება - საპილოტე სკოლებს სამინისტრო შეარჩევს - 7 მთავარი რეკომენდაცია ცნობილია
26-06-2025
-
+


2025-2026 სასწავლო წლიდან იწყება გაძლიერებული აკადემიური მიმართულების პილოტირება. სკოლებმა სამინისტროსგან ოფიციალური შეტყობინება და რეკომენდაციები უკვე მიიღეს, სადაც საუბარია, რომ სკოლებმა მოსწავლეთა ინტერესები უნდა გაითვალისწინონ და ისინი შეათანხმონ სკოლის ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან.

ცნობილია ასევე, რომ მასწავლებელთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება კომპეტენტურ პედაგოგებს, თუმცა ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საგნობრივი ინტერესების გათვალისწინებაც.

„სკოლამ გაძლიერებული საგნების შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რასაც თანხვედრაში მოიყვანს სკოლის ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან...

გაძლიერებული საგნების მასწავლებლების შერჩევისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მასწავლებელს, რომელსაც საბაზო-საშუალო საფეხურზე დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია. შერჩევის შემთხვევაშიც მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული მოსწავლეთა სურვილი“, - აღნიშნულია ოფიციალურ რეკომენდაციებში“.

შესაბამისი დოკუმენტი, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს კლასები და საათობრივი ბადე სასწავლო წლის დაწყებისას გახდება ცნობილი და პირველ ეტაპზე შეირჩევა დიდკონტინგენტიანი სკოლები, რომლებსაც თეორიულად უფრო მაღალი მზაობა ექნებათ, როგორც ადამიანური რესურსის, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე.

„2025-2026 სასწავლო წლიდან დაგეგმილია გაძლიერებული აკადემიური მიმართულების პილოტირება.  

გაძლიერებული აკადემიური მიმართულება ემსახურება ორ მიზანს: მოსწავლისთვის სასურველი საგნის შესწავლას გაძლიერებულად ან მოკლევადიანი კურსების შეთავაზებას და მის თვითგამორკვევას. 

შესაბამისად, ყველა მოსწავლე გაივლის სავალდებულო ძირითად კურსს, რომელიც მისი დატვირთვის დაახლოებით 40%-ს მოიცავს, ხოლო დარჩენილი 60%-ს შეადგენს მოსწავლის მიერ არჩეული საგნები, რასაც ირჩევს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე.  

სავალდებულო კურსი მოიცავს შემდეგ საგნებს: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ინგლისური ენა, სპორტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEAM), საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სწავლება. 

არჩევითი გაძლიერებული კურსი მოიცავს - ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გაღრმავებულად სწავლებას ან/და მოკლევადიანი კურსების აღებას, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სამართალი, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება და სხვა.  

საშუალო საფეხურის ახალი მოდელის დანერგვა დაიწყება 2025-2026 სასწავლო წლიდან და განხორციელდება ეტაპობრივად პილოტირების შედეგების გათვალისწინებით.  შესაბამისად, პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება დიდკონტინგენტიანი სკოლები, რომლებსაც თეორიულად უფრო მაღალი მზაობა ექნება, როგორც ადამიანური რესურსის, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე. 

სამინისტროს მხრიდან განხორციელდება გაძლიერებული საგნის მასწავლებელთა პირველადი ტრენინგი და უწყვეტი პროფესიული მხარდაჭერა სწავლა-სწავლების პროცესში მთელი წლის განმავლობაში.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მოხდება იმ მასწავლებლების და სკოლების იდენტიფიცირება, რომლებიც ჩაერთვებიან პილოტირებაში“, - აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ წერილში. 

სკოლის მიერ გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

1. სკოლამ გაძლიერებული საგნების შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოს, პირველ რიგში, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით. რასაც თანხვედრაში მოიყვანს სკოლის ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან;

2. გაძლიერებული საგნების მასწავლებლების შერჩევისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მასწავლებელს, რომელსაც საბაზო საშუალო საფეხურზე დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია. მასწავლებელთა შერჩევის შემთხვევაშიც მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული მოსწავლეთა სურვილი. ერთი მასწავლებელი შესაძლებელია, ასწავლიდეს როგორც სავალდებულო, ისე, არჩევით კურსზე;

3. სკოლას შეუძლია კონკრეტულ საგანზე 1-ზე მეტი მასწავლებლის წარმოდგენა;

4 სკოლა არ არის შეზღუდული, შერჩეული გაძლიერებული საგნების რაოდენობაში;

5. არ არის სავალდებულო ორივე არჩეული საგანი ერთ საგნობრივ ჯგუფს წარმოადგენდეს;

6 გაძლიერებული კურსის არჩევის შემთხვევაში, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს არაუმეტეს 2 საგნისა;

7. მოკლევადიანი არჩევითი საგნები დამატებით წარმოდგენილი იქნება სექტემბრისთვის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება