სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მასწავლებელთა დაუვიწყარი შეხვედრა, მათი ღვაწლის დაფასება და სკოლის ისტორიის გახსენება - არხილოსკალოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ღონისძიება გაიმართა
17-07-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. 

11 ივლისს, სკოლაში მოეწყო სიყვარულითა და მოგონებებით სავსე დღე - არხილოსკალოს სკოლის მასწავლებელთა შეხვედრა. 

სკოლაში გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება – ყოფილ და მოქმედ მასწავლებელთა თავშეყრა, რომელიც სიყვარულით, სითბოთი, მონატრებითა და მოგონებებით იყო გაჯერებული.

ეს იყო დღე, რომელმაც წლების შემდეგ გააერთიანა სკოლის ყოფილი პედაგოგები, მოქმედი მასწავლებლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რათა ერთად გაეხსენებინათ წარსული, დაეფასებინათ მასწავლებლის შრომა და პატივი მიეგოთ გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნისთვის.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო არხილოსკალოს სკოლის ყოფილი და მოქმედი მასწავლებლების გაერთიანება, მათი ღვაწლის დაფასება და სკოლის ისტორიის გახსენება. ღონისძიება მიზნად ისახავდა თბილი, ემოციური გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებლებს შეეძლოთ მოგონებების გაზიარება, სიხარულისა და მონატრების განცდა. გარდა ამისა, ღონისძიება ეძღვნებოდა გარდაცვლილი მასწავლებლების ხსოვნას, რომლებმაც სკოლის ისტორიაში დიდი კვალი დატოვეს.

ღონისძიების იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი იყო სკოლის ისტორიის ყოფილი მასწავლებელი მარინა (ნელი) წიკლაური. მისი ძალისხმევითა და თავდადებით შეიქმნა სასიამოვნო და თბილი საღამო, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ: არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაკა ჯანაშვილი, რესურცენტრის თანამშრომელი, იურისტი ნინო კაჭკაჭაშვილი, არხილოსკალოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ელზა ქავთარაძე, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლის მასწავლებელი ანა ლოლაშვილი, სოფელ არხილოსკალოს ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლები - სოსო კობაიძე და ავთო იანვარაშვილი და სხვა თანამოაზრეები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათი მხარდაჭერითა და თანადგომით ღონისძიება გახდა დაუვიწყარი, სავსე მუსიკალური, მხატვრული და შემოქმედებითი ნომრებით, რომლებმაც საღამოს განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. საღამო სავსე იყო სიხარულითა და ნოსტალგიით.

„მასწავლებლებმა გაიხსენეს სკოლის ისტორია, განვლილი წლები, სასიამოვნო მოგონებები და ის გამოწვევები, რომლებიც მათ ერთად გადალახეს. თუმცა, ემოციების მძაფრი ნაწილი იყო გარდაცვლილი კოლეგების ხსოვნა, რომლებმაც სამუდამოდ დატოვეს მიწიერი ცხოვრება, მაგრამ სამუდამოდ დარჩნენ სკოლისა და თანამშრომლების გულებში. „ცხოვრების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ოდესმე იგი შეწყდება“, – ეს სიტყვები გახდა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელმაც ყველას შეახსენა ცხოვრების სისუსტე და მოგონებების ფასი. ღონისძიებამ გადააჭარბა ყველა მოლოდინს. მან არა მხოლოდ გააერთიანა ყოფილი და მოქმედი მასწავლებლები, არამედ შექმნა განსაკუთრებული ემოციური კავშირი, სადაც სიყვარულითა და მადლიერებით სავსე თვალები ერთმანეთს შეხვდა. თითოეულ მასწავლებელს გადაეცა მცირე საჩუქრები და დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის, მადლობის სიგელები, რაც მათი ხანგრძლივი და თავდადებული შრომის დაფასების სიმბოლო გახდა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ღონისძიებამ ხაზი გაუსვა მასწავლებლის პროფესიის უდიდეს მნიშვნელობას, განამტკიცა რწმენა, რომ მათი ღვაწლი არასოდეს რჩება შეუმჩნეველი.

ეს დღე გახდა არა მხოლოდ სკოლის, არამედ მთელი თემისთვის დაუვიწყარი მოვლენა, რომელმაც კიდევ ერთხელ ყველას შეახსენა, რომ მასწავლებლის შრომა ყოველთვის ფასდაუდებელია.

„განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ნელი წიკლაურს ამ შეხვედრის იდეისა და ორგანიზებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ თბილი საღამოს წარმატებაში: ნიკოლოზ ჯანიაშვილს, მალხაზ მერაბიშვილს, სოსო კობაიძეს, ავთო იანვარაშვილს, მაია სიმონიძეს, ანა ლოლაშვილსა და ელზა ქავთარაძეს. თქვენი ძალისხმევით ეს დღე გახდა სიყვარულის, მადლიერებისა და ერთიანობის სიმბოლო. სამარადისო ხსოვნა გარდაცვლილ მასწავლებლებს, ხოლო ცოცხლებს – ჯანმრთელობა, სიხარული და ახალი, დაუვიწყარი მოგონებები!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო !

მასწავლებელთა რაოდენობა გაორმაგდება - სამინისტრო დეტალებზე

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

განახლებული სივრცე მოსწავლეებს უკეთეს პირობებს შეუქმნის როგორც სპორტის გაკვეთილების, ისე სხვადასხვა ტურნირისთვის მოსამზადებლად

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება