სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N212 საჯარო სკოლის ბაზაზე, ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები პროფესიულ განათლებას მიიღებენ
16-07-2025
-
+


2025-2026 სასწავლო წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში იხსნება პროფესიული განათლების ინტეგრირებული განათლების კურსი, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, კერძოდ, მეთერთმეტე კლასის 12 მოსწავლისთვის. ისინი სკოლის ბაზაზე დაეუფლებიან პროფესიულ განათლებას, ადმინისტრაციული სერვისების მიმართულებით, რაც უდიდესი გამოწვევაა, როგორც სკოლისთვის, ასევე მოსწავლეებისათვის.

სასკოლო საზოგადოებამ შეიმუშავა ახალი მისია, ხედვა და ღირებულებები, როგორც სკოლისთვის, ასევე კოლეჯისთვის.

სკოლის მისიაა უზრუნველყოს მოსწავლეზე და პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული განათლება, რომელიც აერთიანებს ზოგადსა და პროფესიულ სასწავლო პროგრამებს და ეხმარება ახალგაზრდებს ინტელექტუალური, პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებაში.

სკოლა ქმნის თანაბარ და ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თითოეულს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება, შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება და სამომავლო გზის განსაზღვრა - როგორც სწავლის გაგრძელების, ასევე შრომით საქმიანობაში ჩართვის თვალსაზრისით.

„ჩვენი მიზანია ისეთი კვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც პასუხობენ ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სკოლა ხელს უწყობს სოციალური ინტეგრაციის, კულტურული ღირებულებების პატივისცემის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის იდეების დამკვიდრებას.

ჩვენ ვზრუნავთ პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე და ვქმნით სივრცეს, სადაც სწავლა, პროფესიული ზრდა და მოქალაქეობრივი კულტურა წახალისებულია, ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლასა და განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან დაახლოებას“,- გვეუბნებიან სკოლაში და სკოლის ხედვას გვაცნობენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლა 2030 წლისთვის მიზნად ისახავს გახდეს რეგიონში წამყვანი და მოთხოვნადი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სთავაზობს მრავალფეროვან და მაღალხარისხიან ზოგადსა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა და პროფესიული სტუდენტების ინტელექტუალურ, შემოქმედებით და პროფესიულ განვითარებას, მოამზადებს კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან და საზოგადოებრივად პასუხისმგებელ პიროვნებებს, რომლებიც წარმატებით ერგებიან ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

სკოლა ახორციელებს გამჭვირვალე, თანამშრომლობით მართვის მოდელს და ხელს უწყობს ინიციატივების განვითარებას, ცოდნისა და რესურსების ეფექტურ გაზიარებას.

სკოლის ღირებულებებია:

• თანასწორობა;

• პატივისცემა/ტოლერანტობა;

• ურთიერთთანამშრომლობა;

• სამართლიანობა;

• გამჭვირვალობა;

• შემოქმედებითობა/ნოვატორობა;

• მიზანდასახულობა;

• ხარისხიანი პროფესიული განათლება;

• თვითგამოხატვის თავისუფლება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება