სიახლეები
ყველაზე პოპულარული


5 ნაკლებთვალშისაცემი საფრთხე ქალაქში სიცხის დროს
15-07-2025
-
+


ზაფხულში დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა ხშირად 35 გრადუსს აღემატება. რა უნდა გავითვალისწონოთ თუ ბავშვი ქალაქშია და მხოლოდ პარკებსა და სათამაშო მოედნებზე ატარებს დროს. 

მზის პირდაპირი სხივები

ზაფხულში მზის აქტივობის პიკი 12:00 საათიდან 16:00 საათამდეა,  თუმცა დღის „უსაფრხო“ მონაკვეთშიც კი, უმჯობესია აირჩიოთ გამწვანებული ადგილები, მაღალი ხეებითა და ჩრდილით. მოერიდეთ ასფალტის საფარს. 

საუკეთესო დაცვა მზისგან ბავშვებისთვის იქნება ნათელი მსუბუქი ტანსაცმელი, აუცილებლად ქუდი, მოშიშვლებულ ადგილებზე კი მზისგან დამცავი საცხი. 

მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ ულტრაიისფერის სხივებისგან დაცვის შემთხვევაშც - თუ ბავშვი გრილი ტანსაცმლითა და ქუდით სეინრობს და იყენებს მზისგან დამცავ საცხს, მაინც შესაძლებელია სითბური დარტყმის მიღება.

სითბური დარტყმა სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატების, ანუ ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა და მას იწვევს მაღალი სიცხის დროს გარეთ, ან მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ დროის გატარება. თუმცა სითბური დარტყმა ასევე შეიძლება განვითარდეს ტენიან და გადახურებულ დახურულ სივრცეში - ანუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტომობილში ან ოთახში. ამიტომ ძლიერ სიცხეში უკეთესია დრო გრილ ადგილას გაატაროთ და ისეირნოთ დილით ან საღამოს. 

ავტომობილი

პედიატრები ხშირად გვახსენებენ, რომ ცხელ ამინდში არ შეიძლება ბავშვების მანქანაში დატოვება, რამდენიმე წუთითაც კი, თუნდაც მაღაზიაში წყლის საყიდლად შესარბენად. ავტომობილის სალონი მყისიერად ხურდება და შესაძლებელია შიდა სივრცეში ორჯერ უფრო ცხელოდეს ვიდრე გარეთ. 

ბავშვები, ზრდასრულებთამ შედარებით, ფიზიოლოგიური მიზეზების გამო, უფრო მეტად მიდრეკილნი არიან გადახურებისკენ. ბავშვებს თერმორეგულაცია ბოლომდე არ აქვთ ჩამოყალიბებბული. World Health Organization (WHO) საზოგადოებას მიუთითებს, რომ სიცხის პირობებში პატარა ბავშვები (განსაკუთრებით 5 წლის ქვემოთ) მაღალი რისკის ჯგუფში არიან.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის (AAP) კი მშობლებს მოუწოდებს არასდროს დატოვონ ბავშვი მანქანაში, თუნდათ ფანჯარა იყოს ღია, რადგან ბავშვი რამდენიმე წუთში შეიძლება დადახურდეს და განვითარდეს სითბური დარტყმა.

საბავშვო მოედნები 

ზაფხულში ბავშვები ხშირად თხელი სანდლებით ან ფეხშიშველა დარბიან, სათამაშო მოედნების საფარი (განსაკუთრებით რეზინის ან ასფალტის მსგავსი ზედაპირი) სიცხეში ძალიან ხურდება, ზოგჯერ იმდენადაც კი რომ დამწვრობის საფრთხესაც ქმნის. 

ბავშვები, რა თქმა უნდა, ნაკლებად გრძნობენ საფრთხეს და შეიძლება დამწვრობაც მიიღონ. ამიტომ ფეხსაცმლის ძირი აუცილებლად უნდა ფარავდეს ტერფს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი უმჯობესია სათამაშოდ მოჩრდილული მოედნები შეარჩიოთ. 

მშრალი ტიპის შადრევანები 

ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანები, ზაფხულში ბავშვებისთვის შესანიშნავი გართობაა. მაგრამ პაპანაქება სიცხეში პატარებმა წყალში თამაშისას შესაძლოა ვერ შეამჩნონ, ისე მიიღონ მზის დამწვრობა ან სითბური დარტყმა. შადრევანში თამაშისას ბავშვები მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არიან და ხშირად ქუდის გარეშე. 

თუ ბავშვს განსაკუთრებულად უნდა წყალში გართობა, ამის გაკეთება შესაძლებელია სიცხის პიკის გადასვლის შემდეგ, აუცილებლად ქუდით თავზე, გამოიყენონ მზისგან დამცავი წყალგამძლე საცხი. 

ნაყინი საჭმლისა და სასმელის ნაცვლად

სიცხეში მადა ყველას უქვეითდება, ბავშვებს კი განსაკუთრებით. აი ნაყინზე კი უარს არასდროს ამბობენ. მაგრამ სრულფასოვანი კვების, მით უმეტეს სასმელის ჩანაცვლება ნაყინით არ ღირს. ის მხოლოდ შიმშილისა და წყურვილის დაკმაყოფილების ილუზიას ქმნის, სინამდვილეში კი არის შაქარი და კალორიაა, ვიდრე სითხე ან საკვები.

ამასთან, სითბური დარტყმის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გახდეს გაუწყლოვანება. პედიატრების თქმით, სითბური დარტყმის პროფილაქტიკისთვის სიცხეში ბავშვმა უნდა დალიოს დაახლოებით 100 მლ სითხე კილოგრამზე დღე-ღამის განმავლობაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება