| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოსაგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი. ეს ვიზიტი იყო ძალიან საინტერესო და შემეცნებითი. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ ჯავახეთის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეებს, გაეღრმავებინათ ცოდნა გარემოს დაცვაზე და მეტი შეესწავლათ ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების მნიშვნელობის შესახებ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ცენტრის თანამშრომლების პროფესიონალიზმი, მოტივირებული მიდგომა ახალგაზრდებთან ურთიერთობისას დიდად საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ ბევრ საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით პროექტში ერთად მივიღებთ მონაწილეობას“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა