სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვქმნით მომავლის პროფესიონალებს!“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლამ მნიშვნელოვან პროექტს უმასპინძლა
01-07-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლამ სიამაყით უმასპინძლა მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ჩვენი მოსწავლეების პროფესიულ განვითარებას ემსახურება. კოლეჯ „აისთან“ თანამშრომლობით, არხილოსკალოს საჯარო სკოლაში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებთან:

  • არხილოსკალოს საჯარო სკოლა (დირექტორი: მაია სიმონიძე);
  • ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა (დირექტორი: დავით სეთური);
  • ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა (დირექტორი: თამარ ნებიერიძე);
  • სამთაწყაროს საჯარო სკოლა (დირექტორი: ეკატერინე ჩიტაური).

არხილოსკალოს სტუმართმოყვარე სკოლის გარემოში განხორციელდა პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო კურსები, კოლეჯ „აისის“ ხელმძღვანელის, მალხაზ ასლამაზაშვილის ხელმძღვანელობით. კურსებმა მოიცვა ორი მოთხოვნადი სპეციალობა: ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოება ღია და დახურულ გრუნტში და კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა.

პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებში პროფესიული უნარების გამომუშავება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და სკოლის შემდგომ საფეხურზე მათი ეფექტიანი გადასვლის ხელშეწყობა.

ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს კურსები და არხილოსკალოს საჯარო სკოლაში გამართულ სადღესასწაულო ცერემონიაზე მიიღეს სერტიფიკატები კოლეჯ „აისის“ ხელმძღვანელისგან.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მიღწევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი პროფესიული ზრდისა და მომავალი კარიერული შესაძლებლობების გაფართოების გზაზე!

არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი, მაია სიმონიძე, მადლობას უხდის კოლეჯ „აისის“ ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელმაც მოსწავლეებს პროფესიული უნარების განვითარების საშუალება მისცა.

„ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ზემო ქედის N1, ზემო ქედის N2 და სამთაწყაროს საჯარო სკოლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რამაც ჩვენს მოსწავლეებს ერთად მისცა შანსი, გახდნენ მომავლის პროფესიონალები!

არხილოსკალოს საჯარო სკოლა ამაყობს, რომ გახდა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის მასპინძელი, სადაც ჩვენი სტუმართმოყვარეობითა და თანამშრომლობით ხელი შევუწყვეთ მოსწავლეების პროფესიულ ზრდას!

ერთად ვქმნით მომავლის პროფესიონალებს!“, - აღნიშნავს დირექტორი.

პროექტი ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით, საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება