სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები STEAM ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
26-06-2025
-
+


სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში წახალისებული და მხარდაჭრილია ინოვაციური განათლება, საბუნებისმეტყველო საგნების ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ STEAM ფესტივალ „ჩხირკედელას“ .

 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართული STEAM ფესტივალის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა გუნდურად იმუშავეს პროექტებზე, რომლებიც მოიცავდა კვლევების მიმართულებას ან აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაზე მიმართულ საქმიანობას.

9 ნოემბერს, გაიმართა „ ჩხირკედელა 2“-ის პირველი, წინასაფინალო შეხვედრა, სადაც გუნდმა - „Luminis Flamma” წარადგინა პროექტი - „ფოტოსინთეზის სიჩქარის კვლევა“. გუნდმა გაიმარჯვა და გადავიდა ფინალურ ტურში.

სულ ახლახან, 21 ივნისს, გაიმართა STEAM ფესტივალ „ ჩხირკედელა 2“-ის ფინალური შეხვედრა, გუნდ „Luminis Flamma” -ს წევრები: ლუკა ნატრიაშვილი, გუნდის ლიდერი დათა თეზელაშვილი, გიორგი მახარაშვილი, ლუკა ტყეშელაშვილი და ალექსანდრე იოანე იმნაძე, დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ პედაგოგები: ფიზიკის მასწავლებელი პროფესორი თემურ ჩიჩუა, ქიმიის პედაგოგი თამარ კლდეისელი და ბიოლოგიის პედაგოგი დალი კუპატაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება