სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური 
25-06-2025
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა, ამასთან, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ სახელმძღვანელოებში ამოკითხული ინფორმაცია საკუთარი თვალით ნახონ და ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გაიმდიდრონ.

სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, 20 ივნისს მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და კლასის დამრიგებელმა მაია რიჟამაძემ მოაწყეს ექსკურსია მარშრუტით: ნაბახტევი-მარტვილის კანიონი- სალხინო, დადიანების საზაფხულო რაზიდენცია - ოკაცეს კანიონი- ლიმონას ჩანჩქერი- ოკაცეს ჩანჩქერი- ნაბახტევი.

მოსწავლეები დაინტერესდნენ კანიონებით, ჩანჩქერებით, მოეწონათ ნავებით გასეირნება. მოილოცეს სალხინო-დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში ტაძარი, დაანთეს სანთლები. ბოლოს ოკაცეს ლამაზ ბუნებაში მოაწყვეს პიკნიკი, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

პედაგოგ მაია რიჟამაძის თქმით, ამ ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებს დაეთვალიერებინათ, ჩვენი ულამაზესი საქართველოს ულამაზესი ადგილები.

„ექსკურსიის დღე სასიამოვნო, საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი მაია რიჟამაძე.

ექსკურსიის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს კლასის დამრიგებელს - მაია რიჟამაძეს, მძღოლს ზურაბ კოპაძეს საუკეთესო მომსახურებისთვის და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს მომავალში.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება