| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საგნებთან ერთად მეგობრობას, კაცთმოყვარეობას, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ მეგობრობას ეძღვნებოდა მე-2 კლასელთა ლამაზი ღონისძიება. პატარებმა დამსწრე საზოგადოებას, საყვარელ მასწავლებელთან - თამრიკო ვაშალომიძესთან ერთად, დაუვიწყარი დღე აჩუქეს. ღონისძიება, რომელიც მეგობრობის ნამდვილ ჰიმნად იქცა, შთამბეჭდავად წარიმართა.
„თამრიკო მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომა და სიყვარული თითოეულ დეტალში იგრძნობოდა. ცისარტყელას ფერებში გამოწყობილი ბავშვები არა მხოლოდ საყვარლები იყვნენ, არამედ მათი გამოსვლა მეგობრობის ნამდვილ ჰიმნად იქცა. თქვენ შეძელით ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულმა მოსწავლემ შეძლო საკუთარი პოტენციალის გამოვლენა და გადმოცემა და დაგვანახეს, თუ რაოდენ დიდია მეგობრობის ძალა...
არაჩვეულებრივი იყო თითოეული მოსწავლის გამოსვლა. სიმღერაში, ცეკვასა თუ სიტყვაში იგრძნობოდა გულწრფელობა, მონდომება და მეგობრების დიდი სიყვარული, ზრუნვა და პატივისცემა. მადლობა თამრიკო მასწავლებელს, რომელმაც მართლაც ცისარტყელასავით გაგვილამაზა გარემო. მადლობა მშობლებს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. უამრავი წარმატება თამრიკო მასწავლებელს თავის აღსაზრდელებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეების ნიჭიერება და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა