| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომლითაც სასკოლო საზოგადოებამ მე-4 კლასელებს კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები გააცილა.
სკოლა საბაზოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებენ. ბუნებრივია, რომ საზეიმო ღონისძიება ემოციური იყო.
„მე-4 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს კიდევ ერთი ლამაზი თაობა დაემშვიდობა წაჩხურუს საჯარო სკოლას, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და დირექცია წარმატებულ, ბედნიერ და სიხარულით აღსავსე მომავალს უსურვებს თითოეულს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა და ასახელონ სკოლა.
მე-4 კლასელები კი პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა და სკოლაში დაუვიწყარი განწყობა და ემოციები დაატრიალა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა