სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშვიდობით, საყვარელო საწყისო კლასო!“ - ეფრემოვკის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება 
12-06-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს. 

IV კლასის დამრიგებელმა, თამარაც წარუკიანმა, ორგანიზება გაუწია ღონისძიებას სახელწოდებით - „მშვიდობით, საყვარელო საწყისო კლასო!“

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები წარდგნენ ორიგინალური სიმღერებით, ცეკვებით, ლექსებითა და მცირე იუმორისტული ნომრებით.

ამ საინტერესო ღონისძიებით მოსწავლეებმა შეაჯამეს საწყის კლასებში შეძენილი ცოდნა და წლები.

მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლის დაუვიწყარი მომენტები და ნახეს მშვენიერი ვიდეოფილმი, რომელიც ასახავდა მათ ოთხწლიან გზას.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა გულწრფელი მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს, საკუთარ დამრიგებელს, მასწავლებლებსა და მშობლებს - ამ ოთხი წლის განმავლობაში მხარდაჭერისთვის, შთაგონებისთვის და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის. 

დაშორება ძვირფას დამრიგებელთან რთული იყო, თუმცა ისინი დაჰპირდნენ, რომ დიდი მოტივაციითა და მზადყოფნით გააგრძელებენ თავიანთ სასწავლო გზას მეხუთე კლასში და ასეთივე შემართებით გააგრძელებენ ცოდნის მიღებას 

დამრიგებელმა თამარაც წარუკიანმა გულითადი მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და მშობლებს. მან ასევე მიულოცა მოსწავლეებს და გადასცა როგორც სასწავლო წლის, ასევე საწყისი კლასების წარმატებითა და სამაგალითო ყოფა-ქცევით დასრულებისთვის. 

„წარმატებები თქვენ, საყვარელო ბავშვებო!“,- მიმართა პედაგოგმა ბავშვებს და გზა დაულოცა.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება