სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯვარის N1 სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი მინისპექტაკლი -  მე-10 კლასელებმა ილიას ეპოქა დიდი ოსტატობით გააცოცხლეს
12-06-2025
-
+


ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ფასეულობებზე იზრდებიან. 

სულ ახლახან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მზია ქარდავას ხელმძღვანელობით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი მინისპექტაკლი წარმოადგინეს, რომელიც დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ილიას ღვაწლის წარმოჩენას სამშობლოს წინაშე, თანამედროვე გამოწვევებთან პარალელების გავლებასა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას.

მოსწავლეებმა დიდი ოსტატობით გააცოცხლეს ილიას ეპოქა: სცენაზე წარდგნენ ილიას ოჯახის წევრები, მისი ერთგული მეგობრები, იმ დროინდელი გიმნაზიის მოსწავლეები და რა თქმა უნდა, თავად ვაჟა-ფშაველა, რომელმაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა სპექტაკლს.

თითოეული პერსონაჟი ზედმიწევნით იყო გააზრებული და განსახიერებული, რამაც მაყურებელს საშუალება მისცა, დროში ემოგზაურა და უშუალოდ შეხებოდა ილიას სამყაროს.

„სპექტაკლმა არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიული დეტალები წარმოაჩინა, არამედ ღრმად ჩაგვახედა მის იდეურ სამყაროში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ილიას მიერ საქართველოს მომავლისთვის გაწეულ ღვაწლზე, მის ბრძოლაზე ქვეყნის დამოუკიდებლობისა და წინსვლისთვის. სპექტაკლი ეხმიანებოდა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე გამოწვევებს, რაც ილიასეულ ფასეულობებსა და პრინციპებს კიდევ უფრო აქტუალურს ხდიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებმა შეძლეს, ეჩვენებინათ, რომ ილიას გზავნილები დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაშინ.

აღსანიშნავია მოსწავლეების სამსახიობო ოსტატობა, სცენური კულტურა და ის მონდომება, რომლითაც ისინი ამ სპექტაკლისთვის ემზადებოდნენ. თითოეულმა მათგანმა შეძლო, გადმოეცა საკუთარი პერსონაჟის ხასიათი და ემოციები, რამაც სპექტაკლი ემოციურად დატვირთული და დაუვიწყარი გახადა.

სკოლაში წარმატებას უსურვებენ ახალბედა მსახიობებს და მათ მასწავლებელს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება