სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ის გახლდათ უაღრესად კეთილშობილი პიროვნება, მზრუნველი მასწავლებელი, კოლეგა, მეუღლე და დედა“- შაუმიანის N1 სკოლა პედაგოგ სუსანა გალუსტიანს ემშვიდობება
11-06-2025
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლა პედაგოგ სუსანა გალუსტიანს გლოვობს. 

სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც პროფესიონალ, საკუთარ საქმესა და მოსწავლეებზე შეყვარებულ პედაგოგს - ის გახლდათ უაღრესად კეთილშობილი პიროვნება, მოსიყვარულე, ერთგული, მზრუნველი მასწავლებელი, კოლეგა, მეუღლე, დედა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან.

„შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგოგიური კოლექტივი, მშობლები, მოსწავლეები, ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ახალგაზრდა კოლეგა, დაწყებითი კლასის უფროსი მასწავლებელი, ქალბატონი სუსანა გალუსტიანი.

წელიწად-ნახევარი ებრძოდა მძიმე სენს, მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა.

ქალბატონი სუსანა გახლდათ უაღრესად კეთილშობილი პიროვნება. მოსიყვარულე, ერთგული, მზრუნველი მასწავლებელი, კოლეგა, მეუღლე, დედა.

მიუხედავად მძიმე სენისა თავდაუზოგავად ზრუნავდა საყვარელ მოსწავლეებზე. გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის გრძნობით. ირგვლივ სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა. არასოდეს გვაგრძნობინებდა, რომ სტკიოდა, თავს ცუდად გრძნობდა. სჯეროდა სიცოცხლის, უკეთესი მომავლის..... ჩვენც გვჯეროდა, ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ დაგვტოვა და იმიერში გადაინაცვლა.

ქალბატონი სუსანა დააკლდება სოფელს, სკოლას, ოჯახს. ნაადრევად წავიდა, ძალიან მძიმეა მასზე წარსულში საუბარი. თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ძვირფასო სუზი, მშვიდად განისვენე. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. არასოდეს დაგივიწყებთ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება