სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლიერების და სიყვარულის უდიდესი გაკვეთილი“-ობუჯის თემის N1 სკოლაში ღვაწლმოსილი მასწავლებელი ღონისძიებით გაიხსენეს და მისი 101 წლის იუბილე აღნიშნეს
11-06-2025
-
+


გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია, არასდროს ივიწყებენ მათ ღვაწლსა და ამაგს.

„მასწავლებლისთვის უმაღლესი ჯილდო მოსწავლის სიყვარული და გაწეული შრომის გამო მადლიერებაა. პედაგოგის უკვდავებაა, თუ წლების მერე შენი აღზრდილი მოსწავლე გაგიხსენებს და პატივს მიაგებს შენს ხსოვნას“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც, მასწავლებლის 101 წლის იუბილე აღნიშნეს. 

 9 ივნისს გამორჩეული დღე ობუჯის თემის N 1 საჯარო სკოლაში. სკოლამ ყოფილი მასწავლებლის - ქართული ენისა და ლიტერატურის პედგოგის - ლუცია შენგელაიას 101 წლის იუბილე აღნიშნა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ამ ღონისძიების ინიციატორი და დამფინანსებელი გახლავთ ლუცია მასწავლებლის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოსწავლე, გაიოზ ქარდავა.

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მოცეკვავეები, მომღერლები, დეკლამატორები და, რა თქმა უნდა, მისი ყოფილი მოსწავლეები და კოლეგები. ღონისძიების მონაწილეებს ონლაინ მიმართა ლუცია მასწავლებლის შვილიშვილმა - თამარ მებონიამ.

„ეს ლამაზი ღონისძიება მარტო მასწავლებლისადმი პატივის მიგება არაა. ეს მოზარდი თაობებისათვის მადლიერების, სიყვარულის უდიდესი გაკვეთილია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი გაიოზი ბევრი კეთილი საქმის მოთავეა. მისი დაფინანსებით მოხდა სოფლის, მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ეკლესიის ფუნდამენტის ჩაყრა.მადლობა მას, იმ მასწავლებლებს (მანანა კაკაჩიასა და რიმა ქანთარიას), მონაწილე მოსწავლეებს ამ საღამოს მოწყობისათვის. დაე, მსგავსი ღონისძიება ბევრჯერ ყოფილიყოს არა მარტო ჩვენს სკოლაში, არამედ, რაიონის, რესპუბლიკის სკოლებშიც. მასწავლებელს ნამდვილად ეკუთვნის აღზრდილთაგან პატივის მიგება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება