| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლაში პედაგოგების - მანანა ცირდავასა და ირმა პაპავას ინიციატივით, ჩატარდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში, რომელშიც სხვადასხვა საფეხურის 16 მოსწავლე მონაწილეობდა.
ტურები საკმაოდ საინტერესოდ, თუმცა დაძაბულად წარიმართა. მოსწავლები გონივრული სტრატეგიების გამოყენებით, დიდი ფიქრითა და ძალისხმევით მიიწევდნენ გამარჯვებისკენ. საბოლოოდ, შედეგები ასე გადანაწილდა:
ტურნირს მეათეკლასელი დავით პაპავა კურირებდა.
გამარჯვებულებს საპატიო სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა - როდერ ცირდავამ, რომელმაც შეაჯამა ღონისძიება, პედაგოგებს მადლობა გადაუხადა იმ დიდი შრომისათვის, რომელსაც ეწევიან ჭადრაკის პოპულარიზაციის მიმართულებით.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები არაერთხელ გამხდარან პრიზიორები სკოლის ფარგლებს გარეთ გამართული საჭადრაკო ტურნირებისა. კვლავაც შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს ამ მიმართულებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა