| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
23 მაისს, Iა კლასში, დამრიგებლის - ქეთევან ქევხიშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა „ანბანის გაცილების ზეიმი“.
ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, წარმოთქვეს ლექსები ანბანის ასო-ბგერებზე, ხოტბა შეასხეს „დედაენას“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს, დადგეს ინსცენირებები, იუმორისტული დიალოგები.
ზეიმის ბოლოს კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით. ასევე სიგელით დაჯილდოვდა კლასის თითოეული მოსწავლე I კლასის საპროგრამო მასალის წარმატებით ათვისებისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის.
პედაგოგი ქეთევან ქევხიშვილი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა, ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის კი მშობლებს მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა