სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს დაუვიწყარი საგანმანათლებლო ექსკურსია ჰქონდათ
09-06-2025
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის პედაგოგებმა მშობლებთან ერთად შემეცნებითი და მრავალმხრივ შთამბეჭდავი ექსკურსია მოაწყო.

მოსწავლეებთან ერთად მგზავრობდნენ სკოლის ექიმი, ზვიად ფორჩხიძე და მასწავლებლები: მაია ვაშალომიძე და გოჩა კრასოტკინი, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დღის ხალისიან და ორგანიზებულ მიმდინარეობაში.

მარშრუტი რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ადგილს მოიცავდა: ჭყვიშში მოსწავლეებმა მოინახულეს ქართული პოეზიის დიდი წარმომადგენლების, გალაკტიონ ტაბიძისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმები, შემდეგ გაემართნენ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც დაათვალიერეს კოლხეთის ისტორიის ამსახველი უნიკალური ექსპონატები,დღე დასრულდა დიდ ჯიხაიშში, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, რეფორმატორისა და მეცენატის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.

მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მუზეუმების გიდებს, აქტიურად მონაწილეობდნენ საუბარში და ერთმანეთთან აზრების გაზიარებაც არ დავიწყებიათ. ექსკურსიის ბოლოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნურ საფარიან მოედანზე, გაიმართა სპორტული და მხიარული თამაშები, რაც ბავშვებისთვის დღე კიდევ უფრო დაუვიწყარ შთაბეჭდილებად აქცია.

კლასის დამრიგებლის თქმით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებასა და გუნდური სულის გაძლიერებაში. ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მაია ვაშალომიძესა და გოჩა კრასოტკინს მათ აქტიურ ჩართულობასა და ბავშვების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისთვის.

„ეს დღე ნამდვილად დაუვიწყარი იქნება ჩვენი ბავშვების ცხოვრებაში - ცოდნასთან ერთად მათ მიიღეს სიხარული, გამოცდილება და შთაბეჭდილებები, რომლებიც კიდევ დიდხანს გაჰყვებათ,“ — აღნიშნეს ღონისძიების მონაწილეებმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება