სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საოცარი დღესასწაული, ემოციების ზღვა და პირველ მასწავლებელთან დამშვიდობების სევდა მარტვილის N1 საჯარო სკოლაში
09-06-2025
-
+


„ძალიან თბილი გარემო სუფევდა დღეს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში. პატარა გოგო-ბიჭები,თითქმის უკვე მეხუთეკლასელები გაცისკროვნებული თვალებით დარბოდნენ სკოლის დერეფნებში. საზეიმოდ მოერთოთ სკოლის სააქტო დარბაზი და მოუთმენლად ელოდნენ სტუმრებს“, - ასე აღწერენ მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების დაუვიწყარ ღონისძიებას, რომლითაც ისინი პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.

„ბავშვებმა კიდევ ერთი დიდი ზეიმი მოუწყვეს პირველ მასწავლებელსა და სკოლას. თითოეული მოსწავლის გამოსვლაში იგრძნობოდა ის დიდი სიყვარული და მოწიწება, რასაც ისინი განიცდიდნენ მანანა მასწავლებლისადმი. აღნიშნეს, რომ პირველი მასწავლებელი სამუდამოდ დარჩებათ მეხსიერებაში... რომ სულ ემახსოვრებათ, თუ როგორ ასწავლა კალმის სწორად დაჭერა, თუ როგორ უნდა დაეწერათ კავები და ჯოხები, გამოესახათ ასოები და ციფრები, წაეკითხათ პირველი სიტყვა და წინადადება, რომ მანანა მასწავლების გაკვეთილებმა ასწავლა მათ ცუდისა და კარგის გარჩევა, ასწავლა თუ რატომ და როგორ უნდა უყვარდეთ დედასამშობლო.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ცხოვრების ახლა ეტაპზე გადასვლას.

წარმატებები მომავლისკენ მიმავალ გზაზე, ძვირფასებო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩვენ კი გეტყვით, რომ ამ დღეს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო.  ემოციების ზღვა და პირველ მასწავლებელთან დამშვიდობების სევდა, თუმცა დიდი სიყვარულით გაჟღენთილი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება