სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ ჩატარებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიება და მოსწავლეთა მშვენიერი თავგადასავალი ხელოვნების სამყაროში
09-06-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითრებას განსაკუთრებული ყურადრება ეთმობა. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ცდილობს, ბავშვებს, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, შემოქმედებეთი უნარების წარმოჩენაში დაეხმაროს და ამის დასტურია ხელოვნების თემატიკაზე ჩატარებული ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“

„ხელოვნება – ემოციების, აზრებისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოხატვის გზა!

ხელოვნება არის ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მრავალფეროვანი ფორმა. ეს არის გზა, რომლითაც მოსწავლეები სწავლობენ სამყაროს წაკითხვას ემოციების, სიმბოლოებისა და ვიზუალური გამოხატვის საშუალებით. სწორედ ამ ფილოსოფიით წარიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ხელოვნების მიმართულებით, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა  „ანაბასისში“, - გვიამბობენ სკოლაში.

ღონისძიება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი გახლდათ. მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის დაკავშირება საკუთარ აღქმასა და გრძნობებთან, აქტივობის მიზანი კი იყო მოსწავლეებში ხელოვნებაზე დაფუძნებული ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გაღვივება, თამაშის გზით ემოციური და კულტურული კავშირების გააზრება მხატვრებთან, მიმდინარეობებთან და ხელოვნების ნიმუშებთან.

„კონკურსის სტრუქტურა მოიცავდა შემდეგ ეტაპებს: 1. მიმდინარეობების ამოცნობა 2. მოცემული დეტალის მიხედვით ხელოვნების ნიმუშის ამოცნობა 3. ეკრანიზაცია 4. ბლიცი 5. ფინალური კითხვები 6. რა დევს შავ ყუთში? თამაში წარიმართა დიდი ენთუზიაზმით. თამაშის მონაწილეები იყვნენ მე-9 ა (კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე ჩაჩიბაია) და მე-9 ბ კლასის (კლასის ხელმძღვანელი თამარ მალაღურაძე)  5-5 მოსწავლისაგან დაკომპლექტებული გუნდები.  მოსწავლეებმა  კონკურსის შედეგად მოიპოვეს გუნდის წევრის ტიტული. ორივე გუნდი აქტიურად ჩართო თამაშში. მათ , დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ სხვადასხვა ეპოქის მხატვრული სტილის გარჩევა და გააზრება. აღსანიშნავია მათი დაინტერესება არა მხოლოდ სწორი პასუხებით, არამედ მხატვრების ბიოგრაფიული დეტალებითა და ნამუშევრების შინაარსით. გამოყენებულ იქნა ვიზუალური მასალები, ქრონოლოგიური ანალიზი, სინთეზური კითხვები და კავშირი თანამედროვე სამყაროსთან. მოსწავლეებმა გამოავლინეს შესანიშნავი ემოციური ჩართულობა. ორივე გუნდის წევრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა ხელოვნების პედაგოგის, ნანა გიორგაძის ინიციატივითა და სრულყოფილი ორგანიზებით.

„სწორედ მისი პროფესიონალიზმის, სიყვარულისა და შემოქმედებითი მიდგომის დამსახურებაა ის არაჩვეულებრივი სანახაობა, რომელიც შეიქმნა ამ დღეს. მან არა მხოლოდ თამაშის ორგანიზება ითავა, არამედ სკოლისთვის ხელოვნება კიდევ უფრო ხელშესახები, საინტერესო და სულიერად შთმაგონებელ გამოცდილებად აქცია. მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანას და ვულოცავთ მოსწავლეებს ამ მშვენიერ თავგადასავალს ხელოვნების სამყაროში!“, - აღნიშნავენ კერძო სკოლა „ანაბასისში“.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო 2, ვიდეო3


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება