სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თავისუფლების დღესასწაული“ ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში
09-06-2025
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცხადია სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, სკოლაში „თავისუფლების დღესასწაული“ გაიმართა. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე საგანგებოდ მომზადებული პროგრამით წარდგნენ - წარმოადგინეს პოეზია, თემატური ესეები, პლაკატები, ესეები, რომლებიც თავისუფლების მნიშვნელობასა და ეროვნულ იდენტობას ხაზს უსვამდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეულმა აქტივობამ ნათლად წარმოაჩინა თუ როგორ აფასებენ მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შექმნეს თბილი მეგობრული გარემო, მოაწყვეს ნამდვილი პატრიოტული სულის ზეიმი. ღონისძიების რომლის მიზანი იყო არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ თავისუფალი მოქალაქეების აღზრდა.

„ისტორიის გაკვეთილებიდან პრაქტიკულ რეალობად ქცეული დღე მოსწავლეთა მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. პატარებიც ქმნიან დიდ საქმეს როცა საქმე ქვეყნის სიყვარულსა და ღირსეულ მომავალზე ფიქრს ეხება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება