| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასკოლო მიღწევები კი ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
პატარებმა „ანბანის ზეიმი“ მოაწყვეს. მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში მისვლის პირველი დღე, სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები, წარმოთქვეს სიტყვები დედა ენისა და მამულის სიყვარულზე, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი. ასო-ბგერების თანამიმდევრობით წაიკითხეს ენის გასატეხი, შეასრულეს ქართული საბავშვო სიმღერები, წარმოადგინეს ინსცენირება იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო დიპლომები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა