| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში, უკვე გაიმართა ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რასაც დიდი მონდომებით შეუერთდნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები - დემეტრე მეტრეველი, ნუცა ბერიძე და ანა ბაკურიძე.
დემეტრე მეტრეველმა და ნუცა ბერიძემ წარმატებით გაიარეს, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, ანა ბაკურიძემ კი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმოაჩინა შესაძლებლობები. მოსწავლეებს მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელები მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები.
2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა