| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალური შესაძლებლობა.
საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში, უკვე გაიმართა ქართული ენა/ლიტერატურისა და ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რასაც დიდი მონდომებით შეუერთდნენ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლუკა ცქიფურიშვილი, მარიამ გეწაძე და ანასტასია გურაბანიძე. ლუკა ცქიფურიშვილმა წარმატებით გაიარა, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, მარიამ გეწაძემ და ანასტასია გურაბანიძემ კი ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადაში წარმოაჩინეს შესაძლებლობები.
მოსწავლეებს მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელები მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები.
2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა