| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში უკვე გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები, რომელსაც დიდი მონდომებით შეუერთდნენ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მართა რობაქიძე და ომარ მ.აბდულლატიფი.
მათ წარმატებით გაიარეს, როგორც ქართული ენა/ლიტერატურის, ისე ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები და მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელებიც მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადები.
2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა