| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა უნიკალური შესაძლებლობა - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.
27-28 მაისს, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა ჩატარდა, რომელსაც ხალისით შეუერთდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თენგიზი მაისურაძე და ტესტი დიდი ინტერესით შეასრულა. წარმატებული მონაწილეობის დასტურად კი სახელობითი სიგელი მიენიჭა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლის მონდომება და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა.
2-3 ივნისს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა