სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუნდური მუშაობა, ცდები, პრეზენტაციები ...-სამაგალითო ინტერდისციპლინური გაკვეთილი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
05-06-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინეტრესებს და მიმართულია მათი მრავალმხრივი განვითარებისკენ. მიზნით მისაღწევად კი პედაგოგები სწავლებიას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით უმრავალფეროვნებენ. 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქიმიის მასწავლებლის - ელენე მელიქიძის ინიციატივით, მე-10 კლასში ჩატარდა ინტერდისციპლინური გაკვეთილი, რომელიც ქიმიასა და ბიოლოგიას აკავშირებდა. ამ ღონისძიებამ ნათლად აჩვენა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეების მაღალი მოტივაცია და პროფესიონალიზმი.

მასწავლებელმა გამოავლინა არა მხოლოდ ღრმა საგნობრივი ცოდნა, არამედ გამორჩეული პედაგოგიური ნიჭი. მისი მონდომება აშკარა იყო გაკვეთილის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, რაც გულისხმობდა ორი განსხვავებული საგნის ორგანულად დაკავშირებას.

ინტერდისციპლინური მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეებში აზროვნების განვითარებას და ეხმარება მათ, დაინახონ კავშირები სხვადასხვა დისციპლინას შორის.

პედაგოგ ელენე მელიქიძის შეთავაზებული ფორმატი – გუნდური მუშაობა და ცდების ჩატარება – კიდევ უფრო ამყარებს ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს უვითარებს მოსწავლეებს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გაკვეთილი უფრო ინტერაქტიული და დასამახსოვრებელი გახადა, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ.

აღსანიშნავია მე-10 კლასის მოსწავლეების: გეგა ერგემლიძის, ათუკა მაღლაკელიძის, ალექსანდრე ჩივაძის, მალხაზ წვერიკმაზაშვილის, ლუკა სიდამონიძის, მათე ხიდაშელის, ირაკლი კარტოზიას, ანანო ხვედელიძის, ანასტასია ციცქიშვილის, ლიზი პაპაშვილის, ნატალია ქობელაშვილის მაღალი აქტივობა და ჩართულობა. გუნდური მუშაობის პრეზენტაციები, რომლებიც წლის მანძილზე მიღებულ ცოდნას აჯამებდა, იყო მაღალი ხარისხის და ასახავდა მოსწავლეების მიერ თემების სიღრმისეულად გააზრებას.

ექსპერიმენტებში მონაწილეობამ მათ საშუალება მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში და განემტკიცებინათ თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინტერდისციპლინური გაკვეთილი იყო სამაგალითო. მან არა მხოლოდ უზრუნველყო საგნობრივი ცოდნის გაღრმავება, არამედ ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

სკოლის დირექტორის - ლალი მელივას და საგნის სპეციალისტების: ნათია ხუჭუას, ირმა წითაძისა და ხათუნა გაბაშვილის დასწრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამგვარი ინიციატივების მნიშვნელობას სასკოლო ცხოვრებაში.

ეს გაკვეთილი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებით სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და ეფექტური გახდეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება