სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია“... - ბარალეთის N2 საჯარო სკოლა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ღონისძიებით შეუერთდა
27-05-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებს დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას, სიღრმისეულ ინფორმაციას იღებენ იმ თარიღებთან დაკავშირებით, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორისაა 26 მაისი - დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 1918 წელს მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.

ისტორიის პედაგოგის - ზურაბ ხმალაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“.

„მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვები, სიმღერები  და მხატვრულად წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები საქართველოზე; მათ კიდევ  ერთხელ გაიაზრეს, რომ ქართველი ერის დაუმარცხებლობა გამოიხატება არა მარტო იარაღში, არამედ მათ კულტურაში, შეგნებასა და ერთიანობაში“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება