სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვამაყობთ, თქვენი წარმატებებითა და ადამიანობით“- ჩხორიის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
27-05-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც სასკოლო საზოგადოებისთვის საზეიმოსთან ერთად სევდანარევია. 

21 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. ახალგაზრდებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა კი კურასდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო!!!

ალბათ ბევრჯერ გიოცნებიათ ცისარტყელას ფერებში მოხატულ თეთრ პერანგებზე, იმ დღეზე, როცა თქვენთვის აწკრიალდებოდა ბოლო ზარი...

და აი დადგა ეს დღეც..

კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადაიყვანა საათებით, დღეებით და წლებით ნასათუთარმა ურთიერთობამ.

თორმეტი ლამაზი გაზაფხული,

თორმეტი ლამაზი ნატვრა,

თორმეტი მაისის დასასრული

მოულოდნელად დადგა...

ნამდვილად ლამაზი და მრავალფეროვანი იყო თქვენთან გატარებული წლები...და უკვე გიშვებთ პიროვნებებს, რომლებმაც კარგად იციან რა არის მეგობრობა, სიყვარული, იმედგაცრუება და მასთან გამკლავება. ჩვენ შევძელით ერთად გავმკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა ამ წლებს.

გამორჩეული კლასი იყავით. ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ადამიანობით.

თქვენ 21-ე საუკუნის ღირსეული მომავალი თაობა ხართ.

წინ კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება გელით!

გილოცავთ დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას. არასოდეს დაგეკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული, მუდამ გახსოვდეთ რომ თქვენი წარმატების გასაღები თქვენს ხელშია. გვჯერა, რომ თქვენში დევს ის პოტენციალი, რომლითაც შეძლებთ ცხოვრების სწორი გზით გავლას. იქნებით ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქენი. გისურვებთ საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოყენებას. დაგელოცოთ გზები სავალი! მიყვარხართ!!!“,- ამ სიტყვებით გამოემშვიდობნენ ახალგაზრდებს სკოლაში და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება