სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მადლობა მასწავლებლებს და მეთორმეტეკლასელთა ემოციური „ბოლო ზარი“ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში
27-05-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N2 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.. 

ახლახან ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულებისთვის  „ბოლო ზარი“ დაირეკა - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი;

ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც  მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.

ბარალეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთვრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.

„კურსდამთავრებულები სკოლიდან  დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით გავაცილეთ.

მოსწავლეებმა პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს მასწავლებელთა როლი მათ სწავლა-განვითარებაში.

მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, მაია ნათენაძის ხელმძღვანელობით  შემოგვთავაზეს სხვადასხვა საინტერესო, სახალისო ნომრები, გამოემშვიდობნენ და პირველკლასელებს დაულოცეს გზა. 

სკოლის დირექცია და პედკოლექტივი კიდევ ერთხელ ულოცავს მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას  და უსურვებს უამრავ წარმატებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება