| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ანდეზიტის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე, პატრიოტი ახალგაზრდები აღუზარდონ.
ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ადგილობრივმა მოსწავლეებმა კარგად იციან ქვეყნის ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა.
ახლახან, საქართველოს დამოუკუდებლობი დღესთან - 26 მაისთან დაკავშირებით ანდეზიტის საჯარო სკოლაში მოეწყო ღონისძიება, სადაც მოწვეული გახლდათ პოეტი იზო სარქისიანი.
„მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები, ქალბატონი იზოს შემოქმედებიდან, შემდეგ კი შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაგრძელდა; თავად ავტორმაც წაიკითხა ამონარიდები საკუთარი შემოქმედებიდან... დარბაზში პოეზიის სიყვარული და პატივისცემა სუფევდა. მშვიდი, განსხვავებული სახის აქტივობა „მკითხველთა კლუბის“ მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ.
უხვი შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების დღე-სასწაულის მოწყობა სამომავლოდაცაა გათვალისწინებული კლუბის სამუშაო გეგმაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ პედაგოგი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა