| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის პირველკლასელები სულ მალე სასწავლო წელს ასრულებენ.
სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო და საამაყოა, რომ ანბანის სწავლა წარმატებით დაასრულეს და წერა-კითხვა შეუძლიათ.
პირველკლასელებმა დღეს ეს სიხარული მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს გაუზიარეს.
„სკოლის 14 პირველკლასელმა ლექსებით, სიმღერებით, ენისგასატეხებითა და გამოცანებით ხოტბა შეასხეს სომხურ ანბანს.
„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობლიური ენის შესწავლას, რადგან ეს მათთვის სააზროვნო ენაა და დანარჩენი საგნების სწავლებას, უნარების განვითარებას უწყობს ხელს“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა ზოია ნაზარიანმა და დიდი მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს ანაიტ მელიქიანს“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა