| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის, ნოღის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა.
ახლახან ნოღის საჯარო სკოლაში ორი მოსწავლისთვის დაირეკა „ბოლო ზარი“ - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი;
ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.
ნანა აფხაზავასა და ვერიკო ქუთელიასთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.
ნოღის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას და უსურვებს უამრავ წარმატებას ცხოვრებაში..
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა