| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ და მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძეიბასა და აქტივობას სთავაზობენ.
რა თქმა უნდა, სკოლაში აღინიშნა დედამიწის დღე. მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მანანა დოლიძის ხელმძღვანელობით შეუერთდნენ და შემოქმედებითი აქტივობა შეასრულეს. პედაგოგი ბავშვებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პატარებს შეახსენა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა