| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N5 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა.
მე-12 კლასელები დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს და მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცა.
მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, საუკეთესო ეპიზოდები გააცოცხლეს, თეთრ პერანგებზე ერთმანეთს სურვილები და სამახსოვრო ნახატები დაუტოვეს. პედაგოგებს კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული.
„მზიანი დილა, სიცილი, ცრემლები, უდიდესი ემოცია და მღელვარების ზღვა. ასე შეხვდა სკოლის მე-12 კლასის 22 მოსწავლე 20 მაისს.
ამ დღეს უკანასკნელად დაირეკება მათთვის სკოლის ზარი. ისინი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიან... გაბრწყინებულები, გახარებულები და მაინც სევდიანები წინ, მომავლისაკენ იყურებიან, ბევრი ოცნება და მიზანი აქვთ, მაგრამ მიზნები გაცილებით მეტია, ვიდრე ოცნებები და იციან, რომ მიზანი ყოველთვის ამართლებს.... გლოცავთ! იფრინეთ, იხარეთ და იდღეგრძელეთ...“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა