სიახლეები
სკოლები

„არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების“ - აბაშის N1 სკოლის დამთავრებას მე-12 კლასელებს დირექტორი, მისი მოადგილე და კლასის ხელმძღვანელები ულოცავენ 
20-05-2025
-
+


დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

აბაშის N1 საჯარო სკოლაში ყოველი სასწავლო წლის დასასრული ემოციურია, სკოლაში არაერთი წარმატებული თაობა აღზრდილა, რომელთან გამომშვიდობებაც პედაგოგებისთვის დიდ სიხარულთან ერთად, სევდანარევია. 

აბაშის N1 საჯარო სკოლის XII და XII  კლასების კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავენ სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და კლასის ხელმძღვანელები.

სკოლის დირექტორი ინეზა ბოკუჩავა მე-12 კლასელებს მიმართავს და კურსდამთავრებულებს წარმატებულ მომავალსა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

„ძვირფასო მე-12 კლასელებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი განსაკუთრებულია და ცხოვრების ახალ ეტაპზე ცოდნის შეძენის, მისი გაღრმავების სურვილი არასოდეს გაგინელდეთ, არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების და გისურვებთ გეცხოვროთ ისეთი წარმატებული და ღირსეული ცხოვრებით, რომ თქვენი თითოეული ნაბიჯით თქვენ და თქვენს აღმზრდელებს ეამაყოთ“,- ვკითხულობთ დიექტორის მისალოც წერილში. 

დირექტორის მოადგილის ჯილდა ცომაიას თქმით, 20 მაისი სიყვარულის, მოფერების, დალოცვის დღეა და სწორედ ამ თბილი გრძნობებით ემშვიდობებმა მოსწავლეებს.

„მე-12 კლასელებისთვის დაირეკა „ბოლო ზარი“ და სიხარულმა და სევდამაც შეგვახსენა თავი. ეს ის დღეა, როცა გული სიხარულით გევსება, რადგან ცხოვრების დიდ გზაზე გადიხარ. ამავდროულად გული გწყდება, ტოვებ იმ კედლებს, რომლებშიც 12 წელი გაატარე და მრავალი ტკბილი მოგონება გაკავშირებს ბავშვობის უდარდელ წლებთან. სკოლაში 20 მაისი ეს არის დღე- სიყვარულის, მოფერების, დალოცვის,  როდესაც  ყველა თავისებურად გამოხატავს ამ სიყვარულს, მაგრამ ერთი საერთო არის-- ეს სიტყვები წრფელი და თბილია.

ცხოვრება თავისი გზით მიდის და ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია ბევრი რამის შეცვლა-ვერ შევაჩერებთ დროს. ისღა დაგვრჩენია, რომ გზა დაგილოცოთ მე-12 კლასელებო. წინ გამოცდები გაქვთ და გვჯერა, რომ წარმატებით გაართმევთ თავს. 

ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლის ყველა მეთორმეტე კლასელს ვულოცავ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებ წარმატებებს, საკუთარი გზის პოვნას ცხოვრებაში. ბედნიერებას, რომელიც შეიძლება წვიმის ერთ წვეთშიც იპოვონ, ან უბრალოდ, ერთ გაღიმებაში.

გ  ი  ლ  ო  ც  ა  ვ  თ.......... “,- წერს დირექტორის მოადგილე. 

მოსწავლეებს გზას დიდი სიყვარულით ულოცავენ დამრიგებლები:

„დაირეკა ბოლო ზარი და კიდევ ერთი ლამაზი თაობა აფრინდა ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლის ბუდიდან. თორმეტი წლის წინ შემოაღეს მათ ჩვენი სკოლის კარი და აი, უკვე გადიან ცხოვრების ასპარეზზე. წლების განმავლობაში დავაფრთიანეთ საუკეთესო გოგო-ბიჭები...იყო პრობლემებიც, დიდი წარმატებებიც, ბევრი სიხარულიც. სწავლისადმი რუდუნებით გავლიეთ ეს წლები და მჯერა, რომ იქნებიან სახელიანები, რაც მთავარია....ადამიანები.

დაე, მზე ბრწყინავდეს მათი ცხოვრების დიდ გზაზე, დაე მუდამ ახსოვდეთ, რომ დიდი წარმატების საფუძველი შრომა და ადამიანობაა.

ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ ბედნიერ დღეს! ულევი წარმატება მათ ცხოვრების დიდ გზაზე!“,- აღნიშნავს XII კლასის დამრიგებელი იზოლდა ჭანტურაია.

მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას დიდი სიყვარულით ულოცავს  XII კლასის დამრიგებელი: ნინო ჭანტურია:

„დღეიდან თქვენ უკვე ჩვენი ყოფილი მოსწავლეები, კურსდამთავრებულები ხართ,  თქვენი სკოლის დამთავრების ნიშნად ბოლო ზარიც დაირეკა, გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას.  ვერ გეტყვით, რომ ეს ახალი ეტაპი მარტივია, წინ მრავალი სირთულე შეგხვდებათ, მაგრამ სწორედ ეს სირთულე ხდის მას ასე ლამაზსა და მრავალფეროვანს, დამერწმუნეთ სიცოცხლე მშვენიერია და ცხოვრებასაც მაშინ აქვს ფასი, როცა სირთულეებს ღირსეულად გადალახავთ. მე მჯერა თქვენ შეძლებთ აიხდინოთ თქვენი ოცნებები.

მართალია, მე მხოლოდ ბოლო წელია ვარ თქვენი კლასის დამრიგებელი, ეს ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, ერთია იყო საგნის მასწავლებელი და  საკმაოდ რთულია  იყო დამრიგებელი, თითოეულ თქვენგანში მე ვიპოვე საუკეთესო ადამიანი,  და მჯერა სადაც არ უნდა იყოთ, რა ვითარებაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ყოველთვის შეძლებთ დარჩეთ ნამდვილ ადამიანებად. ჩემი სურვილი - სკოლაში ჩატარებულიყო ა და ბ კლასების გაერთიანებული ბოლოზარი არ შესრულდა, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, პირველსკოლელები.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას სკოლის დამთავრებას, მიყვარხართ“,- წერს პედაგოგი. 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება