სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
16-05-2025
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ემსახურებოდა ქართული ენის სილამაზის ხაზგასმასა და მისი როლის აღნიშვნას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქართული ენისადმი მიძღვნილმა დღემ საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მათ დამსწრე საზოგადოებას და მიწვეულ სტუმრებს აჩვენეს ის სიყვარული და სითბო, რასაც ქართული ენისადმი გრძნობენ. ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები, სიმღერები, სასცენო წარმოდგენები, სახეკვაო ნომრები...

ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე ქართული ენის მასწავლებლები. კერძოდ: სკოლის დირექტორი ელზა ხებრელაშვილი, სასწავლო ნაწილის გამგე ციაკო ქურხული, კონსულტანტ- მასწავლებელი რუსუდან დუჩიძე, მასწავლებლები - ნინო კევლიშვილი,მზია ჭიაბერაშვილი, ჰილალ მამედოვა, მუსიკის პედაგოგი ქეთევან ზირაქაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენლები: ეკა აბაშიძე და ეკა დანელია, ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენელი: ეთო პატარკაციშვილი, მეზობელი სკოლის კონსულტანტ- მასწავლებლები: დალი ოსეფაშვილი, ხათუნა ჭეშურაშვილი, თინანო ბაწაშვილი, სკოლის დირექტორები და ადგილობრივი მასწავლებლები.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექციამ ყველა მონაწილეს გადასცა სიგელი და გადაუხადა მადლობა ქართული ენის სიყვარულისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება