სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„განახლებადი ენერგია - მზე“ - დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა 
14-05-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. 

ამჟამად, მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ არიან ჩართულნი, რომლის ფარგლებშიც არაერთ ეკოაქტივობას ახორციელებენ. 

ამჯერად მოსწავლეთა აქტივობა, მზის ენერგიის მნიშვნელობის გააზრებასა და აღნიშვნას მიეძღვნა. 

„მზის ენერგიის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე ვერ იარსებებდა, კაცობრიობა თავისი არსებობის მანძილზე სხვადასხვა სახით მუდამ იყენებდა მზის ენერგიას. 1515 წელს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა კონსტრუქცია, რომელიც მზის ენერგიას წყლის გასაცხელებლად იყენებდა“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა და მოაწყვეს აქტივობა თემაზე - „განახლებადი ენერგია - მზე“.

აქტივობა დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა და ეკოსკოლის მოსწავლეებმა - ეკოკლუბის ხელმძღვანელის - მედეა ობოლაძის მხარდაჭერით განახორციელეს. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ მზე ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროა და არ ახდენს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.

მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მზე სიცოცხლის წყაროა და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი დღეც კი დააწესეს,1-მაისი ეძღვნება მზის ენერგიას და ეკოლოგიურად სუფთა მომავალს. ეს დღე პირველად 1978 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნეს და მისი მიზანი მზის ენერგიის პოპულარიზაცია და გარემოზე ზრუნვის წახალისებაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება