სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სააღდგომო კვერცხების ბუნებრივი შეღებვა, QR კოდები და ფერთა სინთეზი კომპიუტერულ გრაფიკაში“- ინოვაციური, ინტეგრირებული გაკვეთილი ქვიანის საჯარო სკოლაში
05-05-2025
-
+


რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ, რაც მათი ცოდნის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

ამის ნათელი მაგალითია,  მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სააღდგომო გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. 

გაკვეთილი იყო ინოვაციური და საგნობრივი ინტეგრირებით ჩატარდა. გაკვეთილის თემა გახლდათ - „სააღდგომო კვერცხების ბუნებრივი შეღებვა, QR კოდები და ფერთა სინთეზი კომპიუტერულ გრაფიკაში“

„გაკვეთილში ინტეგრირებულია სხვადასხვა საგანი და გამოცდილება: ბუნება და ქიმია – ვნახეთ, როგორ რეაგირებს ფერი pH დონეზე (ვარდისფერი კომბოსტო + ძმარი/სოდა = ფერთა მაგია!); ეთნოგრაფია – გავეცანით სააღდგომო ტრადიციებს; ხელოვნება და დიზაინი – ვისწავლეთ ფერის აღქმა და შექმნა როგორც ბუნებრივად, ისე ციფრულად; კომპიუტერული ტექნოლოგიები – შევქმენით QR კოდები, რომელშიც მოსწავლეებმა განათავსეს ინფორმაცია ფერთა ქიმიაზე; კომპიუტერული გრაფიკა – RGB და CMYK მოდელების მარტივი და სახალისო შესწავლა თამაშებითა და ფარნებით.

გაკვეთილი იყო სავსე ექსპერიმენტებით, შემოქმედებითობით. მოსწავლეებმა ფერთა ჯადოსნური სამყარო ციფრულად და ბუნებრივად შეისწავლეს“, - გვიყვებიან სკოლაში. 

პროექტის ავტორი პედაგოგი თეა მეფარიშვილი გახლავთ. 

სკოლის დირექცია მას საინტერესო ინიციატივისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება