| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სიონის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გამოადგებათ და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილლეობით, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.
ამის დასტურია სკოლაში ჩატარებული ვიქტორინა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა წარმოაჩინეს როგორც შემოქმედებითი, ასევე გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და გუნდურად მუშაობის უნარები;
„სიონის საჯარო სკოლაში გამორჩეულად მხიარული და შემოქმედებითი დღე გაიმართა - ხელოვნების ვიქტორინა, სადაც V, VI და VII კლასების ნიჭიერი მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნასა და შემოქმედებით უნარებში ეჯიბრებოდნენ.
მოსწავლეებმა გამორჩეული მონდომებით, ენერგიითა და სიხარულით წარმოაჩინეს თავიანთი უნარები. თითოეულმა მათგანმა თავისი ნიჭითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფერადა ეს დღე“, - ასე შეაფასეს სიონის საჯარო სკოლაში ჩატარებული აქტივობა.
ღონისძიების დასასრულს კი გუნდებს სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ: „ეს მათი შრომისა და შემოქმედების დამსახურებული აღიარებაა; პროექტი წარმატებით ჩაატარა ხელოვნების პედაგოგმა, ქალბატონმა ლონდა მაისურაძემ, რომლის ინიციატივითაც სიონის საჯარო სკოლაში ხელოვნების სიყვარული კიდევ ერთხელ გაცოცხლდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა