| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება.
ახლახან, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქრისტინე ოთხოზორია ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.
სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ხარობენ და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და ბრწყინვალე მომავალს უსურვებენ.
„სკოლის კურსდამთავრებულს - ქრისტინე ოთხოზორიას, ვულოცავთ ჩარიცხვას სრული დაფინანსებით მასარიკის უნივერსიტეტში, რომელიც არის ჩეხეთის რესპუბლიკის წამყვანი უნივერსიტეტი. ქრისტინე ევროპისა და ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტმა მიიღო (Drexel University (ა.შ.შ. 135 $ ათასიანი დაფინანსებით), Berlin School of Business and Inovation (გერმანია), Cattolica University (იტალია) და კიდევ ელოდება პასუხს სხვა უნივერსიტეტებიდანაც, თუმცა მისი არჩევანი მასარიკზე შეჩერდა.
სკოლის დირექცია, მასწავლებლები მთელი გულით დიდ წარმატებას ვუსურვებთ ქრისტინეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მისი წარმატებით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა