სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეების საინტერესო პროექტი ძველ ეგვიპტეზე, საბერძნეთსა და რომზე 
29-04-2025
-
+


ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ხელოვნებაში სახელწოდებით „ძველი ეგვიპტე, საბერძნეთი და რომი“.

„პროექტის მიზანი იყო დროის უზარმაზარ სივრცეში მოგზაურობა, რათა ძველი ცივილიზაციების ხელოვნების გზით შევიგრძნოთ ეგვიპტური სიწმინდე, ბერძნული სილამაზე და რომაული დიდება, გავაცნობიეროთ, როგორ ქმნიდა ადამიანი ხელოვნებით უკვდავებას.

ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმით შექმნეს პროექტისთვის საჭირო პოსტერები, ნახატები, არქიტექტურის თუ ქანდაკების სხვადასხვა  დეტალები, მოირგეს მუმიფიცირების ღმერთის ანუბისის როლიც და  მის მსგავსად  დაამზადეს „ეგვიპტური მუმიები“.

პრეზენტაცია იყო საინტერესო, მრავალფეროვანი, ამ ყველაფერმა  ხელი შეუწყო მოსწავლეებში კოგნიტური აზროვნების, კვლევა-ძიების, შემოქმედობითობისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.

სასკოლო საზოგადოებისაგან მივიღეთ დადებითი შეფასებები და ემოციები“, - აღნიშნა პროექტს ხელმძღვანელმა, ხელოვნების პედაგოგმა, გულთამზე კიკიანმა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება