| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
შესაბამისად, სკოლაში დედამიწის დღე მასშტაბურად აღინიშნა. გარემოსდაცვით ღონისძიებას კვირეული მიეძღვნა, რომელიც ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა მოეწყო.
მათ შორის, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის კოორდინატორის პედაგოგ ქრისტინე ჭაბუკიანის ინიციატივით, სოფელში მდებარე ეკლესიის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები დარგეს.
„დარგე - გაახარე, გაიზრდება - გაგახარებს“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა