სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N106 სკოლის ისტ-ის წამყვანი პედაგოგი თამარ ზირაქიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებულ გამოცდილებას კოლეგებს უზიარებს
28-04-2025
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის მასწავლებლები მრავალფეროვან პროექტებში არიან ჩართულნი. 

მათ შორისაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წამყვანი პედაგოგი თამარ ზირაქიშვილი. 

იგი კოლეგებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო საერთაშორისო პროექტის შესახებ, რათა სხვა მასწავლებლებმაც შეძლონ მასში მონაწილეობა.

2024 წლის 15, 16, 17 მარტს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ინდოეთის ქალაქ ელენაბადში ჩატარდა. 

კონფერენციის მიზანია გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა გაეროს მიერ შემუშავებულ მდგრადი განვითარების მიზნებზე მუშაობაში.

საქართველოდან მიწვეული იყო 3 პედაგოგი - თბილისის N106 საჯარო სკოლის ტექნოლოგიების პედაგოგი თამარ ზირაქაშვილი; ქუთაისის სკოლის დირექტორი ნანა კენჭოშვილი და ყელქცეულის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი მარინა ტაბატაძე.

მათ წარადგინეს თემები:
- განხორციელებული პროექტების და ახალგაზრდების ჩართულობა;
- საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა და საფეხურები;

კონფერენციის შემდეგ მონაწილეები სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსტეტების წარმომადგენლების შეხვდნენ და მათ საგანმანათლებლო სისტემას გაეცნენ. 

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები.

ეს ორგანიზაცია ტრადიციულად წელსაც მართავს კონფერენციას და აძლევს შესაძლებლობას ყველა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენელს ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა.

ტრადიციულად, წელსაც სრულად აფინანსებს ორგანიზაცია კონფერენციას, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მსურველ მასწავლებლებს, ყველა ქვეყნიდან, აძლევს მონაწილეობის შესაძლებლობას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება