სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წყლის უნიკალური, ანომალიური თვისებები“ - ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი პროექტი და შთამბეჭდავი პრეზენტაცია
28-04-2025
-
+


ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ფიზიკის შესწავლისას VIIIა (დამრიგებელი ლალი  თავხელიძე) კლასის მოსწავლეთა განხორციელებული პროექტი და შთამბეჭდავი პრეზენტაცია თემაზე - „წყლის უნიკალური, ანომალიური თვისებები“.

სასწავლო პროცესს ფიზიკის მასწავლებელი ირმა ბოგვერაძე ხელმძღვანელობდა.

სითბური მოვლენების სწავლისას მოსწავლეები დაინტერესდნენ წყლის ანომალიით და გადაწყვიტეს ამ საკითხის სიღრმისეულად  შესწავლა. ბავშვებმა მოიძიეს საინტერესო მასალები წყლის აგრეგატულ მდგმომარეობებზე, მის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, წყლის ანომალიაზე.

თემის უკეთესად გააზრებისთვის მოსწავლეებმა სახლში ჩაატარეს ცდა წყლის ანომალიაზე, რამაც მისცა მათ საშუალება თეორიულად მიღებული ცოდნა გაემყარებინათ ექსპერიმენტით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია წყლის უნიკალური თვისებების შესახებ და, იმედოვნებენ, რომ ამ ცოდნას ისინი გამოიყენებენ ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეაფასეს სკოლის დირექტორმა - ნატო  კუხიანიძემ და სასწავლო ნაწილის გამგე ნანა  კოხრეიძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება