სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის პედაგოგების ინიციატივით ქართული ენის აღსანიშნავად მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
24-04-2025
-
+


სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი აქტივოები მთელი კვირის განმავლობაში სხვადსხვა კლასში იმართებოდა. 

პედაგოგების ქრისტინა ორველაშვილისა და მარინა ხაბარაშვილის ინიციატივით ქართული ენის კვირეულის ფარგლებში V-VI კლასებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და ქართულ ენაში „ო, ენავ ჩვენო, დედაო ენავ“.

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნენ ისტორიულ ფაქტებს 14 აპრილთან დაკავშირებით, ჩატარდა აქტივობა თემაზე: „ვიმეტყველოთ ქართულად“ მოსწავლეებმა ბარბარიზმებს მოუძებნეს ქართული შესატყვისები. გამოუშვეს კედლის გაზეთი „ენა ბურჯია ერისა“, „უარი ვუთხრათ ბარბარიზმებს“.

„დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელია და ძალაც მისი სწორედ რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულეველად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია. ენის საქმეც სწორედ ასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის! იგი ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია. რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შეჰრჩება საზოგადოდ, საუკუნოდ. თუ ზოგიერთების ხელში იგი თავის ხასიათს ვერ იჩენს, ეს იმათი ბრალია, ვინც მას ამღვრევს უწმინდურებისა და ნაგავ–ნუგავის ჩაყრით, ვისაც ჰსურს ამ მდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში სადაც მღვრივე მოდის, კი არ ამოჰკრეფს, არამედ სათავეს მიმართავს. "

პედაგოგების თამუნა ორველაშვილისა და თეკლა ლაზაშვილის ხელმძღვანელობით მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, წარადგინეს პრეზენტაცია - „ერთი წუთი ქართული ენის პრობლემების შესახებ„

ბავშვებმა წარმოადგინეს 21-ე საუკუნეში გავრცელებული ფეისბუქ და ინტერნეტ ბარბარიზმები. მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ენას სჭირდება გაფრთხილება და თვითონ ზუსტად იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც შეუძლიათ ენის გადარჩენა.

,,ისწავლე ენა ქართული, კვლავ სადიდებლად ერისა'' - ამ ლოსუნგით ჩატარებული აქტივობის ხელმძღვანელი იყო ლია ქიტოშვილი. მისი ინიციატივით, I, II, III, IV კლასებში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა: მოსწავლეებმა დაამზადეს ბარათები თემაზე: „არა ბარბარიზმებს“, გამოუშვეს კედლის გაზეთი, შექმნეს ი. გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით წიგნები, დიორამები, ალბომი „ფერადი ფიქრები“.

ასევე, მე-7 კლასში ჩატარდა პროექტი „რიცხვები ქართულ პოეზიასა და ზეპირსიტყვიერებაში“, მოსწავლეებმა ისაუბრეს რიცხვების როლზე ყოველდღიურ ცხოვრებაში, წარმოადგინეს პრეზენტაცია რიცხვების და მათი სხვადასხვა თვისებების შესახებ, წაიკითხეს ლექსები „ცხრა ძმა ხერხეულიძე“, „ქართველი დედა“და სხვა... ანდაზები რიცხვებზე და უპასუხეს სახალისო, ლოგიკურ გამოცანებს.

VIII- IX კლასებში კი მასწავლებელის ქრისტინა ორველასვილის ინიციატივით ჩატარდა აქტივობა თემაზე: „რას ჰქვია ენის ცოდნა?“ მოსწავლეებს განსაზღვრული დროის ფარგლებში უნდა ეპასუხათ დასმულ შეკითხვებზე. გამოვლინდა გამარჯვებული კლასი.

მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. მოსწავლეები კი დიდი მონდომებით იყვნენ ჩართული თითოულ პროექტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება