| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უწიგნოდ, რომ თვალთახედვის ისარი მოკლეა, კარგად იციან ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რადგან პედაგოგები მათ წიგნის კითხვის მნიშვნელობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან, მომავალი თაობის წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს შთააგონებენ - „გვიყვარდეს წიგნი - ცოდნის წყარო!“
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც იუნესკომ 1993 წელს გამოაცხადა იმის გათვალისწინებით, რომ 23 აპრილი მსოფლიოს კლასიკოსი მწერლების -მიგელ დე სერვანტესისა და ლოპე დე ვეგა ს გარდაცვალებისა და უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცველების დღეა.
ეს მნიშვნელოვანი დღე ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა:
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჯერ თავად ესაუბრა წიგნის როლსა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში, შემდეგ კი მეცხრეკლასელმა მოსწავლეებმა - ლუკა მეიშვილმა, თეონა ხეცურიანმა და ნინო ხეცურიანმა წარმოადგინეს შემეცნებითი და საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მისი დახმარებით მოამზადეს.
სიმბოლურია ისიც, რომ ამ დღეს დაბადების დღე აქვს სკოლის მეთუხე კლასის მოსწავლე ჯონი ნემსწვერიძეს, რომელმაც „ტვინების ბრძოლაში“, „ეტალონსა“ და „კინგსის“ ოლიმპიადებში უმაღლესი შედეგები არაერთხელ აჩვენა, ასევე დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კონკურსშიც გაიმარჯვა. როგორც სკოლის ნორჩი წიგნიერი მოსწავლე, დირექტორმა სიგელითა და წიგნით დააჯილდოვა.
ამ საინტერესო და სახალისო დღის სლოგანი იყო: გვიყვარდეს წიგნი, რომ გვერქვას წიგნიერი! ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები! წიგნი საუკეთესო მეგობარია!
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა